29.03.2024
- Advertisement -spot_img

პოროშენკო – რუსული ძალების წინააღმდეგ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა მიმდინარეობს

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ CNN-თან განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაში უკრაინის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ეს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევითი ოპერაციაა. ის დღეს დილის 7:00 საათზე {ადგილობრივი დროით} დაბომბვითა და სარაკეტო იერიშით დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც უკრაინული ჯარების ასეთი [კონცენტრაცია] დასავლური არტილერიით, დასავლეთის HIMARS-ით და დასავლური რაკეტებით ამ კონტრშეტევისთვის შეგროვდა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

29 აგვისტოს, დილით უკრაინამ განაცხადა, რომ შეტევით მოქმედებებზე გადავიდნენ.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები დაიწყეს რამდენიმე მიმართულებით სამხრეთ ფრონტზე ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ყველა დეტალი ხელმისაწვდომი იქნება ოპერაციის დასრულების შემდეგ“, – განუცხადა CNN-ს უკრაინის ოპერატიული სარდლობის სამხრეთის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img