28.09.2022
- Advertisement -spot_img

პრაიდის კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ. სტუმრებს შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონია და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში არიან. დიპლომატებს ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შენობაში შესვლა შეძახილების ფონზე მოუწიათ. ჰომოფობიური და დისკრიმინაციული შეძახილები, პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა.

ადგილზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა, “თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და კვირეულში მონაწილეებთან მიახლოება, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ტერიტორიიდან პრაიდის მოწინააღმდეგე, რამდენიმე პირი გაიყვანა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img