19.04.2024
- Advertisement -spot_img

პრაიდის მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 20 პირი შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა

პრაიდის მოწინააღმდეგე, ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული 23 პირიდან, შსს-მ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, 3 კი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. 3 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება. 

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

პრაიდის პირველი ღონისძიება გუშინ საღამოს გაიმართა. ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები, ბოთლები და კვერცხები ესროლეს.

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img