23.11.2024

პრემიერი – დიდი ჰესები მხოლოდ სახელმწიფომ უნდა ააშენოს, რამდენიმე კვირაში გეგმას წარვადგენთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალი ჰესების აშენების გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება.

„მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ნამახვანჰესის ყოფილ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას.

„ახლა პირიქით არის – გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 14,4 ეკონომიკური ზრდა, პირველ კვარტალში. ამიტომ, თუ არ დავაწიეთ, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს და დავალება უკვე მიცემული მაქვს ეკონომიკის მინისტრისთვის, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და რამდენიმე კვირაში გეგმას წარმოვადგენთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img