09.12.2021
- Advertisement -spot_img

პრემიერი – ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სამეგრელოში ვიზიტის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიაზე ისაუბრა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან არ იცის ბიუჯეტი, არ იცის რამდენი სოფელია ზუგდიდში და წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი.

„ზუგდიდმა კარგად იცის, სიმართლისა და ტყუილის ფასი. შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს ქალაქში თარეშობდენ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ მაინტერესებს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს. როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს კი, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი და უწესიერესი კაცი – მამუკა წოწორია. ის არ შეარცხვენს ამ ქალაქს. მინდა, ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დავუსვათ ბეჭედი „ნაცმოძრაობის“ ბოგინს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img