13.10.2024
- Advertisement -spot_img

პრემიერი – დავასრულეთ მოლაპარაკებები, სახელმწიფო გახდება “ბორჯომის” თანამფლობელი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ დაასრულა მოლაპარაკებები და კომპანია ბორჯომის მმართველი ჯგუფის აქციონერი, ანუ კომპანიის თანამფლობელი გახდება. ღარიბაშვილის თქმით, აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.

“ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს და მის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერირებაში, მართვაში, ზოგადად ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით”. – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა კომპანია ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებზე და აღნიშნა, რომ მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img