09.10.2024
- Advertisement -spot_img

პრემიერი – გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მან ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო და ვალდებულია, „ხალხს და ქვეყანას ემსახუროს“.

„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე, შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img