კარ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მან ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის. ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მათგანად შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა.
„ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.