09.12.2021
- Advertisement -spot_img

პრემიერი – მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი

ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვას, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს და „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა პარტია დატოვონ.

მისივე განმარტებით, მელიამაც კარგად იცის, რომ თბილისის მერი ვერ გახდება.

„ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. აი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას. შეეშვას ტყუილებს, მანაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი. ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი. ის არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img