23.11.2024

პრემიერი – მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა და პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიწის სისტემურ რეგისტრაციას განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით.

„ეს პროექტი, ჩვენი გადაწყვეტილებით, დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროექტის ღირებულება 120 მილიონი ლარია. აქედან 15 მილიონი ლარი არის მსოფლიო ბანკის კონტრიბუცია და ამისთვის მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო.

პროექტის ფარგლებში დასაქმდა 800-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქე. პროექტი განავითარებს ამზომველის პროფესიას და ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული 465 ამზომველი. მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი – რუკა; შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები; განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img