08.12.2024

პრეზიდენტი – ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა კიდევ ერთი უარი მივიღე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების პასუხი იყო ის, რომ “მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად”.

“მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია კიდევაც უკრაინაში, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, თუ არა არ იქნებოდა დაჩქარებული პროცესი კანდიდატურისა, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მეც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა” – ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img