08.12.2024

პრეზიდენტი – დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – გასამდა და დამთავრდა

მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე – უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კითხვას, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლებლობის თაობაზე.

პრეზიდენტის თქმით, ახლა შექმნილი პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია, რატომ აკეთებ იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა.

ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ კონტექსტში მმართველ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტის თქმით, „ძალიან ცუდია, როცა ელჩის მიმართ ბრალდებები ისმის იმის გამო, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს“.

„მე არ ვიცი რა მოხდა. ამერიკის ელჩი ამას არ ადასტურებს. ძალიან ცუდია, როცა ბრალდებები ისმის საჯაროდ ამერიკის ელჩზე იმიტომ, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს და როცა ეს არის უმრავლესობის მიერ გადაკეთებული როგორც ბრალდება ფორმალური ამერიკის ელჩზე დ „მესიჯ ბოქსი“ ყველასი არის ერთი და იგივე, რომ უნდა პასუხი გაეცეს, ძალიან უხერხულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img