პრინცი ჩარლზი საკუთარი შვილიშვილისთვის ტიტულის ჩამორთმევას აპირებს. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.
პრინცი ჩარლზი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის პირველია და აპირებს იურიდიული დოკუმენტების შეცვლას, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟმა არჩიმ პრინცის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლოს. როგორც განმარტავენ, პრინცი ჩარლზი გეგმავს შეზღუდოს ძირითადი სამეფო პირების რაოდენობა, რადგან სამეფო ოჯახის შენახვისთვის გადასახადელთა გადამხდელების ძალიან ბევრი ფული იხარჯება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა ჰარი და მეგანი და მათსა და სამეფო ოჯახის დანარჩენს წევრებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გააუარესა.
ივნისის დასაწყისში ათი ათასობით ბრიტანელმა დედოფალ ელისაბედ II-ს შვილიშვილის -პრინცი ჰარისთვის ყველა ტიტულის ჩამორთმევა მოსთხოვა. პეტიციის ინიციატორი არის ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე შექმნილი წიგნის ავტორი კოლინ კემპბელი. მწერლის თქმით, სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლ თავისი ქმედებებით ქვეყნის იმიჯს აზიანებენ.
2020 წლის პირველი აპრილიდან პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შეწყვიტეს სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობის შესრულება და საცხოვრებლად და სამუშაოდ აშშ-ში წავიდნენ.