20.04.2024
- Advertisement -spot_img

პროკურატურა-ექიმი, რომლის თქმითაც, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი წამებში გაუკეთა, პირველადი დახმარების დროს ადგილზე არ იყო

მთავარმა პროკურატურამ ცრუ ჩვენებისთის ბრალი წაუყენა ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს, რომელიც ამბობდა, რომ ექთანს , მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინი წამებში გაუკეთა, პირველადი დახმარების დროს კლინიკაში არ ყოფილა.

“ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები… თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში განცხადებაში.

ვილოეტა ინასარიძე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ გაუწიეს. მათ შორის საუბრობდა რა გააკეთა თავად.

“20-25 წუთში შეუძლოდ გახდა – ზოგადი სისუსტე და ქავილი, თითქოს, მექავებაო. მაშინვე, იქვე მაქვს [ადრენალინი], რა… ძალიან შიში გვაქვს და გვეშინია ამ ახალი ვაქცინის. მაშინვე – აი, ამას ვადასტურებ – მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა. მაშინვე. ადრენალინი. მითხრა, თუ არა, რამდენიმე წამებში. მე პირადად გავუკეთე…”

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img