25.10.2021
- Advertisement -spot_img

პროკურატურა ტვ პირველში – რას არკვევენ გამომძიებლები ტელევიზიაში

ტვ პირველი

პროკურატურა ტვ პირველში – საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ტელევიზიაში იმის დასადგენად მოვიდნენ, როდის და ვის მიერ იქნა გამოგზავნილი ბმული, სადაც სუსი-ს საიდუმლო ფაილები იყო ატვირთული.

პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ ტვ პირველი დათანხმდა ეჩვენებინა, როდის და საიდან შემოვიდა შეტყობინება ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ ფაილების გადაცემას სთხოვს, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია: 

როცა გამოკითხვაზე ვიყავით, მათ გვთხოვეს, აინტერესებდათ, რა სახით შემოვიდა ჩვენთან ბმული, სადაც ატვირთული იყო ის 58 000 ფაილი და სადაც უკანონო მოსმენების უმძიმესი რეალობა მღვდლების, მონაზვნების, სასულიერო პირების, პატრიარქის უახლოესი გარემოცვის საუბრების ჩანაწერებია ასახული.  მოკლედ მათ აინტერესებთ, მთელი ამ უკანონობის კასკადი როგორ მოხვდა ჩვენთან.  ჩვენ პროკურატურის წარმომადგენლებს ავუხსენით, რომ ეს ფაილები ჩვენთან კვირას, ფეისბუქის გზით მოხვდა, როცა “ნოდარ მელაძის შაბათის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეტყობინება  შემოვიდა შესაბამისი ბმულით. პროკურატურას აინტერესებდა ამ ყველაფრის ნახვა, რომ შეედგინათ ოქმი”- განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არხი თანამშრომლობისთვის მზად არის თუმცა ოფიციალური გვერდის პაროლების შეყვანას პროკურატურის კედლებში ნამდვილად არ აპირებენ: 

ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვიყავით, ჩვენს კომპიუტერებში გაგვეხსნა ფეისბუქის გვერდი, რადგანაც არ ვართ დაზღვეულები, რომ პროკურატურაში, თუ  შევიყვანთ ჩვენს კოდებს, რას მოიმოქმედებენ ისინი. 

ამ წუთებში, ჩვენი თანდასწრებით ხდება დათვალიერება, როგორ შემოვიდა ფაილი. მათი მხრიდან იყო თხოვნა, იქნებ გადაგვეცა ის ფაილები, რომელიც ჩამოვტვირთეთ. ჩვენ პროკურატურას რამდენჯერმე გავუმეორეთ, რომ ბმული, საიდანაც მოხდა ჩამოტვირთვა, ახლაც ხელმისაწვდომია და ამის გაკეთება მათაც შეუძლიათ, თუმცა ისინი მაინც ჩვენს მიერ ჩამოტვირთულ ფაილებს ითხოვენ. კი, ბატონო, რა მასალებიც ჩვენ გვაქვს ჩამოტვირთული, მესხიერების ბარათზე გადავუწერთ და გავატანთ”- განმარტა მელაძემ. 

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს იმ ფაქტსაც, თუ რატომ ითანამშრომლა “ტვ პირველმა” შოთაძის უწყებასთან: 

მინდა, ავხსნა რატომ ვაკეთებთ ამას, იცით, რომ წყაროს საიდუმლოების დაცვა ჩვენთვის უმთავრესია. გამორიცხულია, წყაროს ვინაობამ, ან მისმა მოტანილმა ინფორმაციამ ჩვენგან გაჟონოს. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ეს არის ღია სივრცეში ატვირთული ფაილები და ახლაც ხელმისაწვდომია ყველასთვის, არ წარმოადგენს არანაირ საიდუმლოებას და არ იძლევა წყაროს იდენტიფიცირების საშუალებას მედიის მხრიდან, ვთანამშრომლობთ ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებასთან, რომ შემდეგ არ ჰქონდეთ იმის თქმის საფუძველი, რომ მედიამ მათთან არ ითანამშრომლა. 

ჩვენი მიზანია, გამოძიებული იყოს ბოლომდე ის ენით აღუწერელი სიბინძურე, რასაც ეს ხელისუფლება ჩადიოდა. ადამიანების საძინებლებში გუშაგები ჰყავდა. სიზმრებს აკონტროლებდა – ანუ ორი ადამიანი რომ სიზმრებს უყვებოდა ერთმანეთს, ამაზეც ოპერატიული ცნობაა შედგენილი”- თქვა მელაძემ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img