29.03.2024
- Advertisement -spot_img

პროკურორი – ვახო სანაიას ჩვენება კამერის ჩანაწერებთან სრულ თანხვედრაშია, სამივე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმის პროკურორის ხატია ყანდიაშვილის განცხადებით, დაზარალებულ სანაიას ჩვენება კამერის ჩანაწერებთან სრულ თანხვედრაშია. პროკურორის განმარტებით, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში იყო, გამოკითხულია.

“პროკურატურის პოზიცია იყო ასეთი, რომ სამივე ბრალდებულის შემთხვევაში, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ყველა პირი, ვინც ფაქტის შემსწრე იყო, მათ შორის, მაშველები, მძღოლი, დაზარალებულ სანაიას თანმხლები ყველა პირი გამოკითხულია გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვის ყველა ოქმი სასამართლოში წარმოდგენილია. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დათვალიერდა კამერის ჩანაწერი. ორივე დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც წარმოდგენილია. კამერის ჩანაწერი ასახავს გარკვეულ მონაკვეთებს და ის დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ თანხვედრაშია”,- განაცხადა ყანდიაშვილმა.

ცნობისთვის, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img