17.09.2021
- Advertisement -spot_img

პროტესტი კულტურის მინისტრს – “ლიტერას” კონკურსანტები ეთიშებიან

ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტები ეთიშებიან. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: 

ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, Რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი. 

„ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს,“ – წერს ეკა ქევანიშვილი სოციალურ ქსელში.

“თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს. თეა, მიკროფორნი დააბრუნე” დაწერა რატი მუჯირმა.

“4 შერჩეული ერთიც “თეას” დანიშნული ჟიური! – მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს “ლიტერადან”. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია” – წერს დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე”.

პირველად ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიურის წევრებიდან ერთი კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნულია. კერძოდ, იოსებ ჭუმბურიძე, ჟურნალისტი, გაზეთ “თბილისის” ყოფილი რედაქტორი.

„წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ“, – წერია „ლიტერას“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ლიტერატურული კონკურსის “ლიეტარა”-ს ჟიურის წევრები არიან:

  1. ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი (კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული)
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img