19.09.2021
- Advertisement -spot_img

პუტინ–ბაიდენის სამიტის დეტალები ცნობილია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ჟენევაშია, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 16 ივნისს პირისპირ შეხვედრას გამართავს.

CNN-ის ცნობით, აუდიენცია ცნობილ “ლა გრანჯის” ვილაში ადგილობრივი დროით 13:00 სთ–ზე დაიწყება და 4–5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველ შეხვედრას რუსეთის მხრიდან პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო აშშ–ის მხრიდან პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაესწრებიან. აღნიშნულის შემდეგ მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 5–კაციანი ამერიკული და 5–კაციანი რუსული დელეგაციები მიიღებენ.

როგორც CNN ამერიკელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ლიდერებს საკვების მიღების მიზნით შესვენება არ ექნებათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინი და ბაიდენი ბრიფინგებს ცალცალკე გამართავენ.

რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგის შესახებ მხარეები დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აშშ შეხვედრაზე, მათ შორის, უკრაინისა და ბელარუსის საკითხს დააყენებს.

როგორც ბაიდენმა ნატო–ს სამიტის შემდეგ განაცხადა, “შეხვედრაზე ნათლად ეტყვის პუტინს, სად გადის “წითელი ხაზები”.

“მკაფიოდ ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, თუ იგი ამას აირჩევს, ხოლო თუ იგი აირჩევს, არ ითანამშრომლოს და წარსულის ქმედებები განაგრძოს, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, შედის თუ არა ჩვენს ერთობლივ და მსოფლიოს ინტერესებში თანამშრომლობა და შევხედოთ, ამის გაკეთება თუ შეგვიძლია. ასევე გვაქვს უთანხმოების სფეროები, ნათლად განვაცხადებ სად გადის “წითელი ხაზები”, – აღნიშნა ბაიდენმა.

წყარო: accentnews.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img