16.10.2024
- Advertisement -spot_img

პუტინი – დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია.

“მრავალი რამ რაც ახლა ხდება, რასაც ვხედავთ, ეს არის ცალსახად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვა. სხვათაშორის, ეს სანქციები, რომლებსაც ატარებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია. თუმცა, მადლობა ღმერთს, საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. ჩვენს “პარტნიორებს” მაინც ესმით თუ რას მოიცავს და რა საფრთხესთანაა დაკავშირებული ეს ყველასთვის, მიუხედავად მათი უგუნური განცხადებებისა, როგორიც გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა [ლიზ თრასმა], როცა წამოროშა, რომ NATO შესაძლოა ჩართულიყო კონფლიქტში და ჩვენ დაუყოვნებლივ მოგვიწია მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩვენი შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანაზე. ამას რეაქცია მოჰყვა, თქვეს, რომ ასეთი არაფერი ყოფილა მხედველობაში. არავის მიუთითებია ამ ქალისთვის, მინისტრისთვის. არ წაუღია უკან განცხადება. ვინმეს მაინც ეთქვა ამაზე, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ მიაქციოთ ყურადღებაო. ჩვენ რა უნდა გვეფიქრა ამაზე? რა თქმა უნდა, მივიღეთ, როგორც სიგნალი.” – განაცხადა პუტინმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img