16.10.2024
- Advertisement -spot_img

ქადაგიშვილი – ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა

ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა. მან პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა – ნეიტრალურობა, სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამ განცხადებით ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შორის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ არის.

„აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუხსნელია პრეზიდენტის ეს პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ორი არჩევნები, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა, ეს თეთრით შავზე წერია და ცალსახად ასეა.

რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი ალბათ ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იმსჯელებს როდესაც ეს საკითხი იქნება განსახილველად დღის წესრიგში შემოტანილი და ჩვენ ალბათ სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც პრეზიდენტმა მიიღო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img