16.10.2024
- Advertisement -spot_img

ქალაქები ირპინი და ბუჩა რუსული ჯარების ალყაში რჩება, წყლის, საკვების და ელექტროენერგიის გარეშე

კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორი ქალაქი, ირპინი და ბუჩა რუსული ჯარების ალყაში რჩება, წყლის, საკვების, ელექტროენერგიისა და წასვლის შესაძლებლობის გარეშე, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქალაქი ირპინი სამ დღეზე მეტია ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშეა, საკვებისა და სასმელი წყლის მიწოდება არ მომხდარა. ოკუპანტებმა ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებაც აუკრძალეს.

“ოკუპანტები არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, “მწვანე კორიდორებს”, მძევლად იყვანენ ქალებს და ბავშვებს, ტექნიკას და სამხედრო მასალას ათავსებენ ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში, ხელოვნურად ქმნიან ჰუმანიტარულ კრიზისის დაკავებულ დასახლებულ პუნქტებში” – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ ბუჩაში. მშვიდობიან მოსახლეობას ეზოში კლავენ, ხოლო დანარჩენ მოსახლეობასთან კომუნიკაცია თითქმის არ არის. მთავრობა, ბუჩადან და მეზობელი გოსტომელიდან ე.წ. მწვანე დერეფნების ორგანიზებას ცდილობს, მაგრამ ევაკუაცია ჯერჯერობით შეუძლებელია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img