15.10.2024
- Advertisement -spot_img

“ქალთა მოძრაობა” მოუწოდებს მთავრობას 24 ივნისამდე ჩაწეროს ფემიციდის განმარტება ოჯახში ძალადობის კანონში

ქალთა მოძრაობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება და მოუწოდებს მთავრობას 24 ივნისამდე ჩაწეროს ფემიციდის განმარტება ოჯახში ძალადობის კანონში.

მოძრაობა ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს რიგი ცვლილებები კანონში, რომელიც საქართველოში ქალთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია:

“ქალთა მოძრაობა ვეხმაურებით ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გაუარესება გვაქვს, თუმცა, ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ, რომ ისტორიული შანსი ჯერ დაკარგული არ არის და ჩვენთვის დღეს ევროკავშირის კარი ღიაა, მისკენ ნაბიჯების გადადგმა კი მასშტაბურ რეფორმებს მოითხოვს და მათი განხორციელება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ქალები საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტს შეადგენენ და მიუხედავად სიდიდისა და მრავალფეროვნებისა – ჩაგრული ჯგუფია. საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.

რეკომენდაციით ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ქალების გაძლიერება აუცილებელია. მართალია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ცვლილებაა გასატარებელი საკანონმდებლო, პოლიტიკურ თუ ინსტიტუციონალურ დონეზე, რასაც ჩვენც წლებია ვითხოვთ. ევროკომისიის დასკვნით ღიად გვითხრეს, რომ თანასწორობისა და ქალების სრული თანამონაწილეობის გარეშე, ევროკავშირის წევრობა ვერ მიიღწევა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, როგორც 24 ივნისამდე, ასევე განგრძობადად წლის ბოლომდე და შემდგომაც. აქვე განვმარტავთ, რომ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მაგალითად, 24 ივნისამდე მოსწრებადია შემდეგი:

  • ფემიციდის განმარტება ჩაიდოს ქალზე და ოჯახში ძალადობის კანონში;
  • შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი.
    ჩვენი მხრიდან კი ვადასტურებთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა უწყებებთან კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვასა და აღსრულებაზე” – აღნიშნულია ინფორმაციაშო.
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img