24.07.2021
- Advertisement -spot_img

ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ-19 ორ ბრალდებულს დაუდასტურა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ორ ბრალდებულს Covid-19 დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ბრალდებულებს, ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდათ კონტაქტი.

„მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს ვირუსი დაუდასტურდა.

რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, ისინი PCR ტესტებით შემოწმდნენ და ყველა პასუხი უარყოფითია. ისინი დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მას ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img