19.04.2024
- Advertisement -spot_img

“ქართული ოცნება” – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას საქმეების შეფასება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა მოხდეს

“ქართული ოცნების” განცხადებით, მათი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებასაც  ოპოზიცია ითხოვს,  იმ აუცილებელ პირობას ეფუძნება, რომ მომავალში ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა გამოირიცხება. 

ამასთან, მმართველი გუნდი გავრცელებულ განცხადებაში “ლელოს” ლიდერების და ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე საქმეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

“ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას – ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული,” – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img