27.10.2021
- Advertisement -spot_img

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img