პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისთვის წითელი საღებავების შესხმა სცადა, თუმცა ამის საშუალება მას ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
ამჟამად, „დროას“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აკეთებენ წარწერას „მკვლელები“.
ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა პარტიების წარმომადგენლები.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ისინი „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლას გეგმავენ, რადგან „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მთავრობამ უნდა აიღოს.