29.03.2024
- Advertisement -spot_img

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის​. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით – მერების, მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ საარჩევნო სიებზე, ვინც იქნებიან თბილისში, რეგიონებში. როგორც იცით, ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img