24.11.2024

ყაზახეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს

ყაზახეთში საპროტესტო აქციების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა ფიქსირდება. ეს, სავარაუდოდ, სერიოზულად შეზღუდავს ანტისამთავრობო პროტესტის გაშუქებას“, – განაცხადეს ბრიტანულ კომპანია NetBlocks-ში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის მდგომარეობას აკვირდება.

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქალაქ ალმათიში და ყაზახეთის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ალმათიში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img