27.07.2021
- Advertisement -spot_img

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 25 პირი დააკავეს, 4-ს ბრალს წარედგინა, 2 იძებნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. ასევე, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა, ხოლო კიდევ 2 ადამიანი იძებნება.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირების კრიმინალური საქმიანობით დაზარალდა 100-მდე მოქალაქე.

დაკავებულებს შორის არიან: “ყასაბიჩი”, “ჩიჟიკა”, “წიწაკა”, “მღვდელოვიჩი”, “ბოთე”, “ხორთუმა”, “რიჟა”. 

„აღნიშნული პირები აღიარებდნენ “ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება.

წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 კანონიერ ქურდთან, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. “კანონიერი ქურდები“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img