20.04.2024
- Advertisement -spot_img

ქვემო ქართლის რწმუნებული – მიწისძვრის გამო ერთ სოფელში სახლის კედელი ჩამოინგრა

ქვემო ქართლის რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მიწისძვრის შედეგად სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, ასევე რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.

“დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა. ბიძგების შედეგად, სოფელ შახმარლოში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის კედელი. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img