08.12.2024

რა დაკარგა საქართველომ EU-ს კანდიდატობის ვერმიღებით?

რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებით? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ვრცელ პოსტს აქვეყნებს. დიპლომატი განმარტავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი და ხელშესახები ინსტრუმენტი, რომელთანაც საქართველოს კანდიდატობის შემთხვევაში ექნებოდა წვდომა არის გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი IPA III, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ.

“1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას:

  • ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
  • სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
  • რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
  • ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი).
  1. გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტზე არის ასევე მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ.
  2. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა).
  3. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ ფინანსური დახმარებების გამოყენება დამოკიდებული იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ინდივიდუალურ პროგრესზე.

ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნება წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით ამ შესაძლებლობების გამოყენებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (კვლევის პერიოდში უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე არ განიხილებოდა სტატუსის მინიჭება) მთლიანობაში არა მხოლოდ 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გენერირება არის შესაძლებელი, არამედ ამ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და მისკენ სიარული მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულება. ვაღიაროთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება,”- წერს საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img