09.12.2021
- Advertisement -spot_img

რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე 2 მარტის საპროტესტო აქციის გეგმები განიხილეს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ, რათა დეპუტატებს მანქანით გადაადგილებისას “დისკომფორტი” შეუქმნან და პარლამენტარებს ხალხის ხმა გააგონონ. “ძირითადად ვისაუბრეთ 2 მარტის აქციაზე, რომელიც გაიმართება პარლამენტის შენობასთან. ეს იქნება პიკეტირების აქცია. ეს მიზნად არ ისახავს, რომ დეპუტატებს შეეზღუდოთ შესვლის შესაძლებლობა, თუმცა, აუცილებლად შევუქმნით დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როდესაც პროტესტანტები, მათ შორის, მაგალითად, გზის სავალ ნაწილზე სხდებიან, იმისთვის რომ მანქანით გადაადგილება არ იყოს შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გადმოსხდნენ თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებიდან და საფეხმავლო გზით თავისუფლად შევიდნენ სამუშაო ადგილას. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პროტესტის ამ ფორმას, რომ ჩვენ შევძლოთ მათთვის დისკომფორტის შექმნა. თუმცა, არ შევუზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება და არ შევუზღუდოთ იმის შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პარლამენტში. მაგრამ აუცილებლად შევუქმნათ დისკომფორტი, იმიტომ რომ ჩვენი ამოსავალი წერტილია სწორედ ეს დისკომფორტი იგრძნოს აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ახლა მიდის პარლამენტში, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც რეალურად არ არის კანონმდებელი, რომელიც რეალურად მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია და მხოლოდ მისი ხმა ესმის და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხის ხმაც გავაგონოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით ფეხით შებრძანდნენ პარლამენტში და სანამ შევლენ მოისმინონ ადამიანების ხმა, პროტესტის ხმა”, — თქვა ბოკუჩავამ.

უახლოეს ორ კვირაში ოპოზიცია რამდენიმე აქციას, ასევე, ორი შენობის პიკეტირებას გეგმავს. ცნობისათვის, გუშინ ოპოზიციამ პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, სამოქმედო გეგმა გამოაცხადა. გეგმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ წაიკითხა.

„2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქარათველოს დამოუკიდებლობის სიმბლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერცერთი მსახური. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღაირიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის. 9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური. 11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ. 13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img