21.01.2025

რა იქნება ქართული ოცნების აქციაზე დღეს – ჰიმნის ახალი ვერსია და გელა გნოლიძის ბენდი

“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება, შეკრებილები ჰიმნის ახალ ვერსიას მოისმენენ. 

მოქალაქეებს გაამხნევებს გელა გნოლიძის ბენდი, ასევე გუფილენდი და ზუკა ხუციშვილი. 

ამის შესახებ ბაკურ ბაკურაძემ თქვა, რომელიც ღონისძების ორგანიზატორია. 

15:00 საათიდან ბენდები გაამხნევებენ საზოგადოებას, რომელიც დაიწყებს მოსვლას. გუფის ბენდი, გელა გნოლიძე, ზუკა ხუციშვილი პერიოდულად შეენაცვლებიან ერთმანეთს.

შემდეგ დაიწყება ღონისძიება, ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც ეკუთვნის გიორგი დონაძეს.

ასევე შესრულდება ჩემი საქართველო აქ არის სრულიად ახალი ვერსია, რომელი ვერსიის ავტორიც ეკუთვნის ქეთი გაბისიანს. შეასრულებენ ჩვენი საუკეთესო მომღერლები. გამოვლენ ლიდერები, რომლებიც შეაჯამებენ საარჩევნო კამპანიის 4-თვიან შრომას”. – უთხრა ბაკურაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img