27.10.2021
- Advertisement -spot_img

რა იცვლება ელექტროენერგიის აბონენტებისთვის 1 ივლისიდან

1 ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ნერეგო-პროს” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება.

როგორც „სემეკის“ თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ.

“1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს არის ევროკავშირის ძირითადი რეგულაციებიდან და აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. თუ ელექტროენერგიას აქამდე გვაწვდიდა თბილისში „თელასი“ და რეგიონებში „ენერგო-პრო“, 1-ლი ივლისიდან, ეს ასე აღარ იქნება. ისინი დარჩებიან როგორც ქსელის მესაკუთრეები, ანუ კომპანიები, რომლებმაც უნდა მოუარონ, სადენებს, ბოძებს, ტრანსფორმატორებს და ა.შ. და ამისთვის მათ ჩვენს მიერ, ანუ მარეგულირებელი კომისიის მიერ, განსაზღვრული აქვთ მოვლა-პატრონობის ტარიფი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოწოდებას, ამას განახორციელებენ სხვა კომპანიები. ეს კომპანიები სულ ახლახანს დაასახელა საქართველოს მთავრობამ, თბილისში ეს იქნება კომპანია „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში „ეპ ჯორჯია“.

როცა დადგება 30 ივნისი, თქვენს მიერ მიწოდებულ ჩვენებაზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს „თელასის“და „ენერგო-პროსთვის“, ხოლო 1-ლი ივლისიდან უკვე ახალი კომპანიისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მრიცხველების წაკითხვა არის ბლოკური და თვეში ერთხელ ხდება ამოწერა, ზოგი 2 რიცხვში, ზოგი – 5-ში და ა.შ. ორი მეთოდია შემოთავაზებული. პირველი, თუ მომხმარებელს სურს, რომ თვითონ ზუსტად გამიჯნოს რამდენი გადაუხადოს „თელასს“ და რამდენი ახალ კომპანიას, მას ამის საშუალება აქვს, რომ თავად ამოიწეროს ჩვენება და გააგზავნოს მონაცემი. ამას ინტერნეტი არ სჭირდება, პირდაპირ იგზავნება სმს-ის საშუალებით. ხოლო, მომხმარებელი, რომელსც დაეზარება, არ სურს, ან არ უნდა საქმე გაირთულოს, ამისთვის „სემეკის“ სპეციალური რეგულაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც, ავტომატურად გაიყოფა დღეები პროპორციულად და ერთი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდება „თელასში“ და „ენერგო-პროში“, ხოლო მეორე ნაწილის – ახალ კომპანიაში.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებლისთვის არაფერი არ რთულდება, ტარიფი არ იცვლება, არც ფინანსურად არაფერი მძიმდება. უბრალოდ, ხდება ერთი მიმწოდებელი კომპანიის მეორეთი ჩანაცვლება. მერე უკვე, როგორც ყოველთვიურად, თავის დროზე კითხულობდნენ მრიცხველებს, ისევ მოვლენ, ოღონდ, ახალი კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენებას ამოიწერენ “,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

bpn.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img