28.11.2021
- Advertisement -spot_img

რა წერია მედიატორის დოკუმენტში-მოკლედ

მედიატორების დოკუმენტში ახალ არჩევნებზე მკაფიო ჩანაწერი არ არის – მასში ნათქვამია, რომ „პარტიები თანხმდებიან მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის საფუძველზე ჩატარდება“

მედიატორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს

1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი 5. საგარეო საქმეთა კომიტეტი.

„პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

მედიატორის დოკუმენტში საუბარია, ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებაზე, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება

დანიელსონმა თქვა რომ შეთანხმება ვერ შედგა- “მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში, იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები”

დოკუმენტის სტრული ვერსია იხილეთ აქ

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img