თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი როგორც პრეზიდენტის, ერთ-ერთ შეცდომა და უსამართლობა სხვადასხვა რეფორმების შედეგად, უამრავი ადამიანის უსამსახუროდ დარჩენა გახდათ.
„მეგობრებო, მე ვიცი, რომ თქვენ ბევრნი ხართ უკმაყოფილო, ჩვენ ჩავატარეთ ბევრი რეფორმა და ცვლილება, რომლის შედეგადაც ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური”.
მისი თქმით, ესენი არ იყვნენ მხოლოდ კორუმპირებული პოლიციელები ან „ლექტორები, რომლებიც გამოცდებს ყიდდნენ”. როგორც სააკაშვილმა განაცხადა , სამსახურები დაკარგეს „ჩვეულებრივმა, წესიერმა ადამიანებმაც, რომელთა სამსახურები შემცირდა, გადაჯგუფდა, მერე მოხდა ასაკობრივი დისკრიმინაცია, რადგან ბევრი ახალგაზრდა მინისტრი მოვიდა და მათ უფრო ახალგაზრდებთან ერჩიათ მუშაობა“.
სააკაშვილის თქმით, მისი ასაკის გადმოსახედიდან ეს განსაკუთრებული უსამართლობაა – „მიუხედავად იმისა, რომ ახლა ესენი აპირებენ ჩემს ცოცხლად დამარხვას და 11 წლის მოსჯას და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო დისკრიმინაცია“. „მე მესმის ამ ხალხის და მათი ბრაზის. მე მზად ვარ შევხვდე მათ, განვიხილო და ვაღიარო, სად არ ვარ მართალი“. – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.