13.10.2024
- Advertisement -spot_img

რასა იუკნევიჩიანე – თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს “დებიძინიზაციას” ან “დეივანიშვილიზაციას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

“ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ საქართველო თითქოს ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს “დებიძინიზაციას” ან “დეივანიშვილიზაციას”. ასე რომ ეს არის ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, რომ აღარ იყვნენ ერთი ადამიანის მძევლები. ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, სადაც ნახსენებია სანქციები და ამაზე უნდა ვიფიქროთ.

ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ გათავისუფლდეს ასეთი, ღიად ვიტყვი, კრემლის მსგავსი პოლიტიკისგან. ჩემი ბოლო საკითხი შეეხება იმას, რომ უნდა დავეყრდნოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს და ხალხი ორგანიზებას უწევს ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებს. ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მე ვხედავ ოპტიმისტურ მცდელობებს და ვფიქრობ, ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ და ვიმედოვნებ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვიქნებით ევროკავშირის ოჯახში”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img