23.11.2024

რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და რა არის ცნობილი ჩინურ ვაქცინაზე?

ვაქცინა ინფექციური დაავადების თავიდან აცილების ერთ- ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია და ამის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 1796 წელს დაიწერა. მას შემდეგ ბევრი ვაქცინა შეიქმნა და ბევრი ბავშვი თუ მოზრდილი აიცრა. სწორედ ვაქცინის დახმარებით  – 1980 წელს მსოფლიო განთავისუფლდა ისეთი დაავადებისგან, როგორიც “ყვავილი” იყო, რომელიც მე-14 საუკუნიდან მოყოლებული დაავადებულთა 40%-ს კლავდა.

ვაქცინაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. ზოგადად, ვაქცინაცია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა, რადგან ყოველწლიურად ამით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ნარჩუნდება.  ვაქცინა ახლად წარმოშობილი ინფექციის სამართავად და პანდემიის გასაკონტროლებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. როგორც წესი, ვაქცინის შექმნას ისტორიულად, ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, თუმცა 21-ე საუკუნემ აჩვენა, რომ ვაქცინა შესაძლებელია 8-10 თვეშიც დამზადდეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა შეძლეს კიდეც სწორედ, 8-10 თვის განმავლობაში კორონავურისის საწინააღმდეგო რამდენიმე ეფექტური ვაქცინის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვაქცინაცია გვიან დაიწყო – 15 მარტიდან, ვაქცინაციის აუცილებლობაზე მეტად, საზოგადოების უდიდეს ნაწილისთვის, უფრო მნიშვნელოვანი ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნები აღმოჩნდა და არა, მათი ხარისხი.

რომელი ვაქცინები შემოვიდა საქართველოში?

 ამ დრომდე  საქართველოში სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები “ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიებით იცრებიან. თუმცა, „ტრენდული“ მხოლოდ „ფაიზერი“ აღმოჩნდა, რადგან „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციებმა, რომ „ასტრაზენეკა“ თრომბოემბოლიის რისკს ზრდის, მალე დადასტურდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციამ გავლენა მაინც იქონია და საქართველოში, მედპერსონალის აქტიურობის ძალიან დაბალი მაჩვენებლი იყო, უფრო მეტიც, ამის გამო პირველივე კვირაში, ვაქცინის დაახლოებით 1% გაფუჭდა. საბედნიეროდ, იგივე არ მოხდა „ფაიზერთან“ დაკავშირებით და განსაკუთრებით თბილისში, „ფაიზერით“ აცრის მსურველები საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ,  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მალე საქართველოს 100 000 დოზა ჩინური ვაქცინა ექნება.

ვაქცინა, რომელსაც საქართველო დამატებით მიიღებს, ჩინური კომპანია “სინოფარმის” მიერაა წარმოებული. „სინოფარმის“ 30 დეკემბრის განცხადებით, ვაქცინის გამოცდის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79 %-ით ეფექტიანია. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, სადაც იანვრის დასაწყისში დაამტკიცეს „სინოფარმის“ ვაქცინა, განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86 % -იანი ეფექტიანობა აჩვენა.

„სინოფარმის“ ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით.

„სინოფარმის“ ვაქცინა რამდენიმე ქვეყანაშია ნებადართული:  არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სხვა აზიურ ქვეყნებში. მათ შორის თურქეთმაც დაამტკიცა ის გადაუდებელი გამოყენებისთვის. ასევე, სერბეთმა და უნგრეთმაც.

ევროკავშირის ქვეყნების 35 მკაცრი მარეგულირებლიდან „სინოფარმი“ მხოლოდ უნგრეთის მკაცრმა მარეგულირებელმა დაამტკიცა და შეიტანა ქვეყანაში.  

მიუხედავად, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ ჩინური ვაქცინის აღიარებისა, ამ დრომდე ვაქცინას არ აქვს მინიჭებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია.

ოფიციალურად, საქართველო ვაქცინის შემოტანისას სამართლებრივად ეყრდნობა 2 კრიტერიუმს: ვაქცინა შემოდის ქვეყანაში, თუ ის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის მიერ აკრედიტებული. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის საკმარისი აღმოჩნდა უნგრეთის აკრედიტაცია.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია ის, რომ ვაქცინა დამტკიცებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ და ასევე კომუნიკაცია აქვთ „ჯანმოსთან“ რომელთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტენ დაელოდონ აკრედიტაციას, თუ ექნებათ უფლება, უნგრეთის მსგავსად, დაიწყონ „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი.

„სინოფარმი“ სტატუსის მინიჭების პროცესშია და, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზეა მითითებული, “ჯანმო” მას აპრილის დასაწყისში მიანიჭებს აკრედიტაციას.

მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობის ამაღლების კუთხით, მთავარი როლი მთავრობას აკისრია.  საზოგადოებამდე უნდა მივიდეს სწორი ინფორმაცია, რომ ვაქცინის სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური რისკი.

საქართველოში საწმუხაროდ, ძალიან ბევრი ანტივაქსერია, იგივე ვაქცინაციის მოწინააღმდეგე და მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც არიან. ამ ვითარებაში კი, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საინფორმაციო კამპანიების სწორად წარმართვას, რათა საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც ანტივაქსერული მოძრაობების მიერ გავრცელებული ყალბი ამბების საპირწონე იქნება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img