20.04.2024
- Advertisement -spot_img

რატომ ერჩის მთავრობა გამყრელიძეებს?

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ამირან გამყრელიძის „სახლში გაშვების“ თუ მოადგილედ „გადაყვანის“ შესახებ. ნაწილი მოსალოდნელ ცვლილებას ახალი პრემიერის პიარ სვლას მიაწერს, რომელიც სიტუაციის გადახალისებას ანუ, ე.წ. „რეფრეშმენტს“ ცდილობს. ამ გზით, საქართველოს ახალი მთავრობა კორონოავირუსთან დაკავშირებული ნეგატივის ძველ მთავრობას მიაწერდა და ცოტაოდენ ცოდვებს ჩამოიფერთხავდა. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება პარტია „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობას ვერ ააცილებს, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილში რომელსაც პირადობის მოწმობაში “666” ეშინია და იმის სჯერა, რომ ვირუსი მობილური კავშირით ვრცელდება, „პირს მოიბანდა“. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა კი, ამ ქვეყანაში, როგორც ვიცით ცოტა არ არის.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე თვე “ფაიზერის” ოფისში იჯდა, სანამ ვაქცინები არ გამოიტანა

გამყრელიძეებს „მთავრობასთან“, როგორც ჩანს მართლაც „აერიათ“. დღეს უკვე აქტიურად ვრცელდება ამირან გამყრელიძის შვილის კომენტარები, რომელიც ღიად აკრიტიკებს მთავრობას. ტვ-პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ,  ასეთი რამ თქვა: “ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე თვე “ფაიზერის” ოფისში იჯდა, სანამ ვაქცინები არ გამოიტანა”. აქვე, საყურადღებოა, რომ ამ ამბებამდე რამდენიმე ხნით ადრე ნიკოლოზ გამყრელიძის კომპანია სამედიცინო ხელთათმანების ტენდერიდან მოხსნეს. ვინ ვის, სად და როდის მოხსნის ამას უკვე მნიშვნელობ არ აქვს, ფაქტი ერთია, ვაქცინა ქვეყანაში ისევ არ გვაქვს.  

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img