09.12.2021
- Advertisement -spot_img

რატომ გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი? – რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

24 თებერვალს, კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ ვაქცინა არ შემოსულა და გაურკვეველია ისიც, თუ როდის შემოვა ახალმა პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნა.

შეზღუდვების მოხსნა შეეხო საქალაქთაშორისო ტრანსპორტსაც. 3 თვის შემდეგ, დღეს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე მგზავრობის საფასური გაზრდილია.

„ვებგაზეთმა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, დიდუბის ავტოსადგურზე რამდენიმე მძღოლი გამოკითხა. სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლები ადასტურებენ,  რომ მგზავრობა მხოლოდ შორ მიმართულებებზე, ნამდვილად გაძვირდა.

რა ვქნათ? გაძვირდა ბენზინი, ამდენი ხანია გაჩერებული ვართ და თითქმის 25 თეთრით გაძვირებული საწვავი დაგვხვდა

,,მგზავრობის ღირებულება  მომატებულია სხვადასხვა მიმართულებებზე. რა ვქნათ? გაძვირდა ბენზინი, ამდენი ხანია გაჩერებული ვართ და თითქმის 25 თეთრით გაძვირებული საწვავი დაგვხვდა. მოგვემატა ხარჯები. აქ პირბადე, ხსნარები…ჩვენც ადამიანები ვართ, ტყუილად ხომ არ ვივლით?

მეცოდებიან მგზავრები, მათაც უჭირთ გადახდა, ჩვენ გვეჩხუბებიან და გვსაყვედურობენ,მაგრამ  რა ვქნათ? ჩვენ ხომ არ გაგვიძვირებია ბენზინი? “ – აცხადებენ მძღოლები „ვებგაზეთთან“.

მეცოდებიან მგზავრები, მათაც უჭირთ გადახდა, ჩვენ გვეჩხუბებიან და გვსაყვედურობენ,მაგრამ  რა ვქნათ? ჩვენ ხომ არ გაგვიძვირებია ბენზინი?

რაც შეეხება თბილისთან ახლო მდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი. მიზეზად კი დაასახელეს, რომ თუ ფასს გაზრდიან, კონკურენციაში ვერ შევლენ ე.წ. ხიშნიკებთან, რომლებიც მრავლად დგანან ავტოსადგურის მიმდებარედ.

„მე თბილისი-მცხეთის მიმართულებით დავდივარ და ვერ ვაძვირებ მგზავრობის ფასს. მართალია ბენზინი გაძვირდა და კაპიკებზე გვიწევს სიარული, მაგრამ სულ ულუკმაპუროდ ხომ არ დავრჩებით? აგერ, დგანან მინივენებით, ტაქსებით და უფრო იაფად მიჰყავთ მგზავრები. ჩვენ რომ გავაძვიროთ, ვინღა დაჯდება ჩვენთან. არავინაა ჩვენი პატრონი, არავის ადარდებს ჩვენი ბედი. აგერ სამი თვე უმუშევარი ვიყავით ამდენი ხალხი. შიმშილით ხომ არ დავიხოცებით?“ – უთხრა ერთ-ერთმა მძღოლმა „ვებგაზეთს“, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მე თბილისი-მცხეთის მიმართულებით დავდივარ და ვერ ვაძვირებ მგზავრობის ფასს. მართალია ბენზინი გაძვირდა და კაპიკებზე გვიწევს სიარული, მაგრამ სულ ულუკმაპუროდ ხომ არ დავრჩებით?

  • დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:
  • თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი- ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა.
  • 25 ლარი ღირს მგზავრობა თბილისი – ბათუმის მიმართულებით, თუმცა, როგორც მძღოლები ამბობენ, 1 მარტიდან შესაძლოა მგზავრობის ღირებულება უფრო გაძვირდეს.
  • თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-წყალტუბო, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე 20 ლარი გახდა.
  • თბილისი საჩხერე, თბილისი-ჭიათურა 12 ლარი.

ფასის ზრდა 4-5 ლარის ფარგლებში მერყეობს სხვადასხვა მიმართულებებზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img