19.09.2021
- Advertisement -spot_img

Reuters – ავღანეთიდან 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

ქაბულის აეროპორტიდან ამ დრომდე 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, – Reuters-ის ინფორმაციით, სააგენტოს ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასევე აღნიშნა, რომ აეროპორტთან გამგზავრების მსურველი ხალხის ნაკადი არ წყდება.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ კვირას ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო, რის შემდეგაც ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ამასთან, ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების, მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ, რომლებიც უცხო ქვეყნების ძალებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დახმარებას უწევდნენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img