უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების გამო ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. სანქციები რუსი ოლიგარქების, პოლიტიკოსებისა და სამი ბელარუსული ბანკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციების ახალი პაკეტი სამ ბელარუსულ ბანკს SWIFT-იდან გარიცხავს, რამდენიმე რუს ოლიგარქსა და დეპუტატს კი ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანენ. ასევე, აიკრძალება ევროკავშირიდან საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების რუსეთისთვის მიწოდება.
სანქციების ფარგლებში გაჩნდება დამატებითი მითითებები კრიპტოვალუტის მონიტორინგზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მათი გამოყენება.