ბრიტანელმა ბიზნესმენმა, რიჩარდ ბრენონმა კოსმოსში გაფრენის თარიღი დაასახელა – 11 ივლისი. გაფრენის გეგმა შესაძლოა მხოლოდ ორმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა შეცვალოს – არახელსაყრელი ამინდის პირობებმა, ან ტექნიკურმა საკითხებმა. კოსმოსში გაფრენის შემთხვევაში ინგლისელი ბიზნესმენი, ინვესტორი და Virgin Galactics-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენონმი გაუსწრებს კონკურენტს სუბორბიტალურ კოსმოსურ ტურიზმში, მილიარდერ ჯეფ ბეზოსს.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი — ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ით კოსმოსში გაფრენას 20 ივლისს გეგმავს.
“მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. დედამ მასწავლა, რომ არასდროს დავნებებულიყავი და ვარსკვლავებამდე მიმეღწია. 11 ივლისს კი დროა ეს ოცნება რეალობად ვაქციო”, — დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ბრენსონმა.
VVS Unity ექვსი მგზავრით გაფრინდება კოსმოსში. ეს იქნება ამ ხომალდის ოცდამეორე გაფრენა. საფრენ აპარატს შეუძლია 90 კმ. სიმაღლეზე ასვლა, რაც ბორტზე მყოფებს ნულოვანი სიმძიმის რამდენიმე წუთს აძლევს და დედამიწის გამრუდებას აჩვენებს.
კოსმოსური ტურიზმი არის სექტორი, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. 2000-იან წლებში შვიდი შეძლებული ადამიანი აპირებდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მონახულებას, მაგრამ ეს ავანტიურიზმი, ორგანიზებული რუსეთის კოსმოსური სააგენტოს პატრონაჟით, 2009 წელს შეჩერდა.