18.01.2025

რიკოთზე საგზაო მოძრაობა აღდგა

რიკოთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების და უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების შედეგად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასისგან, რომელმაც რამდენიმე საათით შეზღუდა საავტომობილო მიმოსვლა, გზა ამჟამად გაწმენდილია. ასევე, საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისაგან მოწყობილია გზის დამცავი კედელი.”

შეგახსენებთ, რომ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მონაკვეთზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img