14.06.2021
- Advertisement -

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები კომპანიაში მისულ პირებს გზას უკეტავენ.

რიონის ხეობის მცველები სოფელ ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს აღმართული, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელს მთელი ღამის, 6 საათი განმავლობაში ურტყამდნენ და ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს.

თავის მხრივ, შსს-მ მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების დღევანდელ გეგმებს, ჯერჯერობით უცნობია

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ვლადიმერ ზელენსკი – თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს

„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აცხადებს უკრაინის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -