“მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობ მოქმედ ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს, ჩვენ პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიშარდ ჩარნეცკიმ ევროპარლამენტში, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე ემოციურად დაკავშირებული ვარ საქართველოსთან. 10-ჯერ ვარ ნამყოფი. პრეზიდენტ სააკაშვილისგან სახელმწიფო ჯილდოც მაქვს მიღებული. ვიცი რომ იგი არის ციხეში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი 2008 წელს, პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს თავს დაესხა. საქართველო, მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობ მოქმედ ხელისუფლებაზე, იმსახურებს ადგილს, ჩვენ პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი. ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – მიიწვიოს საქართველო, ასევე უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს ასე, რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.