18.09.2024
- Advertisement -spot_img

რიჟვაძე რუს ტურისტებზე – ამ კამპანიის მიზანია, რომ ზაფხულის სეზონი ჩაიშალოს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, რუსი ტურისტების მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომლისს მიზანიც ზაფხულის სეზონის ჩაშლაა.

რიჟვაძის განცხადებით, წლევანდელი ტურისტული სეზონი ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.

“მე მსურს, ჩვენს მტრებს მივუსამძიმრო, ვინაიდან, როგორც ეკონომიკა, ასევე ტურიზმი პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას ძალიან სწრაფად დაუბრუნდა. და რა თქმა უნდა, ის მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიმართულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა, როგორმე ზაფხულის სეზონის ჩაშლა მოახერხონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ. წლევანდელი ტურისტული სეზონი ალბათ, ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.” – განაცხადა რიჟვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ახალი პოლიტიკის ეტაპი: როგორ ვითარდება გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ალიანსის იდეა

დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა და მათი პოზიციების გამოხატვა, პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე მნიშვნელოვან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img