20.04.2024
- Advertisement -spot_img

როდის შემოვა “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში – ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება

ივლისიდან საქართველოში “ფაიზერის” მილიონი დოზა შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.

“ფაიზერთან” ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია მილიონი დოზის თაობაზე. “ფაიზერიც” ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებას.

ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე, ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.

„აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img