09.10.2024
- Advertisement -spot_img

როგორ გამორჩა McDonald’s-სა და დიდ სუპერმარკეტებს ბრიტანეთში ტრეფიკინგის მსხვერპლთა ექსპლუატაციის ფაქტები-BBC

ტრეფიკინგის მსხვერპლთა ექსპლუატაციის ფაქტები დიდ ბრიტანეთში. bbc-ის გამოძიება

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ჩეხეთიდან ჩამოყვანილ ტრეფიკინგის 16 მსხვერპლს წლების განმავლობაში იძულებით ამუშავებდნენ McDonald’s-ის ფილიალში და ქარხანაში, რომელიც პურის პროდუქტებით უმსხვილეს სუპერმარკეტებს ამარაგებდა. მსხვერპლებს უმძიმეს პირობებში ამუშავებდნენ, მათ ხელფასებს კი ოჯახური კრიმინალური დაჯგუფება  აკონტროლებდა. ისინი წლების განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლებს აიძულებდნენ  მძიმე შრომას დაშინებით და  ძალადობით.

BBC-ის ინფორმაციით ტრეფიკინგის მსხვერპლები მუშაობდნენ როგორც McDonald’s-ის ფილიალში კაკსტონში, კემბრიჯშირში, ასევე ქარხანაში, რომელიც ამზადებდა პურის პროდუქტებს სხვადასხვა გიგანტი სუპერმარკეტისთვის, მათ შორის Asda, Co-op, M&S, Sainsbury’s, Tesco და Waitrose.

BBC წერს , რომ კომპანიებმა ვერ შენიშნეს თანამედროვე მონობის ნიშნები, საგანგაშო სიგნალები კონტროლს მიღმა დარჩა წლების განმავლობაში რომელიც არავის შეუმოწმებია.  

BBC-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაცია თანამედროვე მონობის შემთხვევების შესახებ, რომელიც McDonald’s-ის და რამდენიმე სუპერმარკეტის მომარაგების ჯაჭვში აღმოჩნდა, შოკისმომგვრელი სიმართლეა, თუ რამდენად უხილავი შეიძლება გახდეს ადამიანების ტრეფიკინგი თანამედროვე ეკონომიკის გიგანტებისთვის. სამ მსხვერპლთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ BBC-წერს რომ გიგანტ კომპანიებს გამორჩათ გადაემოწმებინათ საგანგაშო სიგნალები : წლების განმავლობაში, მსხვერპლთა ხელფასები ირიცხებოდა სხვა პირების სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებში. McDonald’s-ში მინიმუმ ოთხი მსხვერპლის ხელფასი – საერთო ჯამში £215,000 – ირიცხებოდა ერთ ანგარიშზე, რომელსაც კრიმინალური დაჯგუფება  აკონტროლებდა.  მსხვერპლებს ინგლისური ენა არ ესმოდათ და სამუშაო განაცხადებს ავსებდა დანაშაულთა ჯგუფის წევრი, რომელიც შემდგომში მათ სამუშაო გასაუბრებაზეც თარჯიმნად დაყვებოდა. მსხვერპლები მუშაობდნენ უკიდურესად ხანგრძლივ საათებს McDonald’s-ში – კვირაში 70-დან 100 საათამდე. ერთმა მსხვერპლმა 30 საათიანი ცვლა შეასრულა. გაეროს საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადაჭარბებული მუშაობა იძულებითი შრომის მაჩვენებელია. რამდენიმე თანამშრომელს ერთი და იგივე მისამართი ჰქონდათ მითითებული . ცხრა მსხვერპლი ცხოვრობდა ერთ სახლში ენფილდში, ჩრდილოეთ ლონდონში, როდესაც ისინი საცხობში მუშაობდნენ.

“ძალიან მაშფოთებს, რომ ამდენი საგანგაშო სიგნალი გამორჩათ  და კომპანიებმა ვერ დაიცვეს ტრეფიკინგის მსხვერპლი თანამშრომლები,” განაცხადა დეიმ სარა თორნტონმა, მონობის საწინააღმდეგო დამოუკიდებელმა ყოფილმა კომისარმა, რომელმაც BBC-ის ხმაურიანი საქმე  შეისწავლა.   ეს ადამიანები ცხოვრობდნენ უკიდურესად რთულ პირობებში, ხოლო მათი ხელფასები მთლიანად კონტროლდებოდა ორგანიზებული ბანდის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლები მინიმალურ ხელფასს იღებდნენ, მათი შემოსავალი პირდაპირ ბანდის საბანკო ანგარიშებში მიდიოდა.

ტრეფიკინგის მსხვერპლებს არ ჰქონდათ წვდომა ტელეფონთან, ინტერნეტთან, მათი პასპორტები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჩამოართვეს.   ერთ-ერთი მსხვერპლი, პაველი,  ინტერვიუში საუბრობს იმ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტრამვაზე რომელიც მისი თქმით  არასდროს დაავიწყდება. ტრეფიკინგის ეს შემთხვევა მხოლოდ 2019 წელს დასრულდა, როდესაც მსხვერპლები პოლიციას დაუკავშირდნენ, თუმცა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ტრეფიკინგის ფაქტების   მინიშნებებზე  მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში კომპანიებს არ ჰქონიათ რეაგირება.

საინტერესოა რატომ ვერ რეაგირებენ ეფექტურად  გიგანტი კომპანიები

McDonald’s-მა და სუპერმარკეტებმა, როგორიცაა Tesco და Asda, შემთხვევის გამოვლენის შემდეგ განცხადებები გააკეთეს, სადაც აღიარეს, რომ მათ ვერ შეძლეს პრობლემების დროულად აღმოჩენა. თუმცა, საკითხავია, რატომ ხდება ასეთი მსხვერპლთა ექსპლუატაცია შეუმჩნეველი გლობალურ ბრენდებში, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან მათი პროდუქტებისა და თანამშრომლების კეთილდღეობაზე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც 2015 წელს თანამედროვე მონობის აქტის ინიციატორი იყო, აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უფრო მტკიცე კანონების მიღება, რათა კომპანიებმა სწორად გამოიკვლიონ მათი მომარაგების ქსელები.

ეს საქმე გვიჩვენებს, რამდენად რთულია თანამედროვე მონობის ნიშნების იდენტიფიცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვერპლები სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათი შრომითი უფლებები იგნორირებულია. McDonald’s-ისა და სუპერმარკეტების მარცხი ასეთი სიგნალების ამოცნობაში ხაზს უსვამს იმას, რომ გლობალური ბრენდები უნდა იყვნენ უფრო ფრთხილები და აქტიურები საკუთარ მომარაგების ქსელში არსებული პროცესების მონიტორინგისას.

კომპანიებმა უნდა გააძლიერონ შიდა მექანიზმები, რათა მსგავსი შემთხვევებმა სწრაფად გამოავლინონ .

თანამედროვე მონობის შემთხვევები,  მხოლოდ დიდი ბრიტანეთის პრობლემა არ არის. ეს გლობალური საკითხია, რომელიც სხვადასხვა  დემოკრატიულ ქვეყანაში ხშირია. (აღარაფერს ვამბობთ არადემოკრატიულ ქვეყნებზე). კომპანიები ან ორგანიზაციები ვერ ახერხებენ სათანადო რეაგირებას და მონობის ნიშნების დროულად ამოცნობას. ეს არის ფართოდ აღიარებული გლობალური პრობლემა, რომელიც სხვადასხვა სექტორებში იჩენს თავს, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად და დაუცველ სამუშაო გარემოებში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img