რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების “ფეისბუქგვერდზე” გავრცელდა ახალგაზრდა ქალის ფოტო, რომელიც ზუსტად ასახავს იმ უმძიმეს რეალობას, რაც ისრაელში გასული ღამის განმავლობაში იდგა.
ფოტოს თან ახლავს შემდეგი ტექსტი:
,,როდესაც შვილი დავაძინე, სირენების ხმა გაისმა. შეშინებული ვტიროდი. მეშინოდა მისი სიცოცხლის გამო. არც სახლში და არც მთლიანად შენობაში არ არის ისეთი თავშესაფარი, რომელიც ბომბებისგან დაგვიცავს. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ფეხშიშველი და ტელეფონის გარეშე გავიქეცი გარეთ”.
როგორც თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორინმა მთელი ღამე შვილთან ჩახუტებულმა ტირილში გაატარა. ის თავისი პატარა გოგოს დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც თელ-ავივის თავზე რაკეტებს ისროდნენ.